სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არალეგალური ფრინველთა სასაკლაო გამოავლინეს და საქმიანობა შეუჩერეს

გორში, სოფელ პატარა გარეჯვარში, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, რომელიც რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა რეგისტრაციამდე და დარღვევების სრულად გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა შესაბამისი ნებართვის გარეშე არ განახორციელონ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading