მარნეულში ჯგუფური ხულიგნობისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით 11 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. გამოძიებით დგინდება, რომ მარნეულში, ბრალდებულებს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი…