პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე – 2004 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება…