საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოში 42 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისი-ში, ქუთაისსა და ბათუმში სპეციალური ღონისძიებები ჩაატარეს.

👮‍♂️ კომპლექსური კონტროლის შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე, მათ შორის: ბანგლადეშის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, უზბეკეთის, თურქეთის, ერაყის, ჩინეთის, ბურკინა-ფასოს, ფილიპინების, იორდანიის, რუსეთის, ტაილანდის, სუდანისა და ნეპალის მოქალაქეები.

📍 სამართალდამცავებმა გადაამოწმეს სხვადასხვა ლოკაცია და ობიექტი, რათა გამოევლინათ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირები.

⚖️ დადგინდა, რომ დაკავებულები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით.

🏢 ამ ეტაპზე ისინი მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

📊 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პრევენციული ღონისძიებების შედეგად საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2030-მა არალეგალმა უცხოელმა დატოვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading