სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

👤 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას.

📄 კერძოდ, იგი სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, სანოტარო მოქმედების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭებას ცდილობდა.

⚖️ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

🔎 უწყების განცხადებით, კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების აღკვეთის მიზნით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading