რეალური შრეკი – მორის ტიიე: კაცმი, რომელიც საკუთარ განსხვავებულობით ლეგენდა გახდა

მულტიპლიკაციური გმირი შრეკი, რომელსაც მილიონობით ადამიანი იცნობს თავისი ღიმილისმომგვრელი თავგადასავლებით, შესაძლოა ზღაპრული სამყაროს წარმომადგენელი იყოს, თუმცა შთაგონების წყარო ნამდვილად რეალური ადამიანი გახლდათ – მორის ტიიე, იგივე “ფრანგი ანგელოზი”.

მორის ტიიე 1903 წელს რუსეთში დაიბადა. ბავშვობაში არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან და მეტიც – თავისი სანდომიანი გარეგნობის გამო „ანგელოზს“ ეძახდნენ.

მაგრამ ყველაფერი 17 წლის ასაკში შეიცვალა, როცა მას იშვიათი გენეტიკური დაავადება –აკრომეგალია – განუვითარდა. ეს მდგომარეობა იწვევს ძვლების არაპროპორციულად ზრდას, განსაკუთრებით სახის არეში, რის შედეგადაც მორისის გარეგნობა მკვეთრად შეიცვალა.

🎭

თავდაპირველად მორისს სურდა მსახიობობა, თუმცა გარეგნობის ცვლილებამ კარიერის კარი დაუკეტა. მაგრამ მან არ დაიხია უკან – მან თავისი „ნაკლი“ უპირატესობად აქცია და აირჩია პროფესიული სპორტი.

🛑 მალე აშშ-ში გაიცნო ჭიდაობის მწვრთნელი, რომელმაც მისი პოტენციალი დაინახა და დაიწყო მომზადება. ასე დაიბადა “ფრანგი ანგელოზი” – პროფესიონალი მოჭიდავე, რომელმაც 1940 წელს ჩემპიონობაც მოიპოვა და ამერიკაში პოპულარობა მოიპოვა.

მისმა ვიზუალმა შოკი და შიში გამოიწვია, თუმცა პიროვნულმა ხასიათმა ყველა გააოცა – მორისი იყო მორალურად ძლიერი, კეთილი, გულწრფელი და შთამაგონებელი პიროვნება. ის წერდა ლექსებსა და მოთხრობებს, 14 ენაზე საუბრობდა, შესანიშნავად თამაშობდა ჭადრაკს და სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა მჭევრმეტყველებასა და ინტელექტს.

🎥 შრეკის დაბადება

უილიამ სტეიგმა, რომელსაც ეკუთვნის წიგნი Shrek! (1990), მორის ტიიეს ისტორიით იყო შთაგონებული. მოგვიანებით სწორედ ეს წიგნი გახდა DreamWorks-ის ცნობილი ანიმაციის საფუძველი, რომელსაც მსოფლიო შრეკის სახით იცნობს.

შრეკიც, ისევე როგორც მორისი, გარეგნულად განსხვავებულია – მას ეშინიათ, განერიდებიან, თუმცა რეალურად გულით ნაზი და კეთილია, და საბოლოოდ, საზოგადოება ამჩნევს მის ნამდვილ ღირებულებას.

🕊️

მორის ტიიე 51 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის შეტევით, თუმცა მისი ცხოვრება გახდა სიძლიერის, თვითმიღებისა და გაბედულების სიმბოლო.

შრეკი -პერსონაჟი, რომელიც ხალხმა შეიყვარა – არის სწორედ იმის მაგალითი, რომ გარეგნობა არ განსაზღვრავს ადამიანს. მორის ტიიემ ეს გზავნილი მთელი თავისი ცხოვრებით დაამტკიცა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading