შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ყაჩაღობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 25 აპრილს, გვიან ღამით, შეიარაღებული პირები მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მოქალაქეს თავს დაესხნენ და იარაღის მუქარით დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაძარცვი თანხის ნაწილი….