სესმა მარნეულსა და ხაშურში პესტიციდების არალეგალური გაყიდვის ობიექტები გამოვლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო-ს ინსპექტორებმა მარნეულისა და ხაშურიში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს.

მარნეულში შპს „უმკა ჯორჯია“ რეგისტრაციისა და შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა, ხოლო ხაშურში ინდივიდუალური მეწარმე ასევე სავალდებულო ნებართვის გარეშე ახორციელებდა პესტიციდების რეალიზაციას.

კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა, ვიდრე დადგენილ მოთხოვნებს სრულად არ დააკმაყოფილებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading