თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეზე გარე ზემოქმედება არ დადასტურდა
თურქეთის სამართალდამცველების გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველო-ში, აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს გარე ზემოქმედების კვალი არ ჰქონია.
გამოძიება ანკარას გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაატარა. სპეციალისტებმა შეისწავლეს როგორც თვითმფრინავის ნაწილები, ასევე კატასტროფის ადგილი და საწვავი, თუმცა აფეთქების ან სხვა ჩარევის ნიშნები არ გამოვლენილა.
ინციდენტის მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება კვლავ გრძელდება და თურქული მხარე პროცესს ქართულ მხარესთან კოორდინაციაში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 2025 წლის 11 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20 მოსამსახურე დაიღუპა.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.