მარნეულში ოქროს ნივთების მითვისების გამო აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე — 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1983 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქის ოქროს ნივთებს თაღლითურად დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.