მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები 9 თებერვლიდან დაიწყება

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებებისა და კონსულტაციების გამართვა 9 თებერვლიდან დაიწყება.

პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს იმ პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. №73), ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლობებში ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, 2026 წლის 26 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით.

ამასთან, საპროექტო წინადადებების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით – municipaliteti@marneuli.gov.ge – სპეციალური ფორმის შევსების გზით.

2026 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 1 232 000 ლარია გამოყოფილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს დაგეგმილ შეხვედრებში და მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე:

https://marneuli.gov.ge/index.php?m=735

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading