„კარწახის“ სასაზღვრო სექტორზე უკანონო მიგრაციის ფაქტზე ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებთან ერთად, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე უკანონო მიგრაციის ორგანიზებისა და განხორციელების ბრალდებით ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე — 1962 წელს დაბადებული თ.ქ. და 1998 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, 1962 წელს დაბადებულმა თ.ქ.-მ, საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ ტრაილერში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „კარწახის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტი – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ჯ.ბ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344¹ პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა.

სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ისინი ქვეყნიდან გაძევებულნი არიან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading