Fly Khiva-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

ავიაკომპანიამ ტაშკენტიდან ბათუმში ბოინგ 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით 121 მგზავრი ჩამოიყვანა.

ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე Fly Khiva ავიარეისებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.

Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება Fly Khiva ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა.

Fly Khiva-მ მიმდინარე წლის 3 მაისიდან ოპერირება დაიწყო ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading