მარნეულში რესტორანში 65 წლის ბიზნესმენის ცხედარი იპოვეს
მარნეულში, ე.წ. „რესტორან ტბა“-ში 65 წლის ბიზნესმენის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული რესტორანი თვეებია რეაბილიტაციის გამო დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ცხედარი 28 დეკემბერს საღამოს საათებში იპოვეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 115-ე მუხლით.