აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 უცხოელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილების გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავეს.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.