ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.

აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად 11 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

წლევანდელი სიახლით, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული პროგრამებიც აირჩიონ.

სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა სრულად დაფინანსდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading