მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და მარნეულის მერმა კენან ომაროვმა შორენა კრაველიძეს პარასპორტში მიღწეული წარმატება მიულოცეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და მარნეულის მერმა კენან ომაროვმა შორენა კრაველიძეს პარასპორტში მიღწეული წარმატება მიულოცეს. წახალისების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობა მას ფულადი ჯილდოს გადასცემს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომელმა შორენა კრაველიძემ “თოვლის ეტლით თხილამურების შეჯიბრში” პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
აღნიშნული ტურნირი ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის” პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში დაბა ბაკურიანში ჩატარდა. პროექტში საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის შშმ პირები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ომის ვეტერანები და ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
პროექტის მიზანი სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართვა და მათი
საზოგადოებრივ საქმიანობაში ხელშეწყობაა.
იფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.



