შსს-მ ბოლო 72 საათში ნარკორეალიზაციაში ჩართული 108 პირი დააკავა
სამართალდამცავებმა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი პირების უმეტესობა ნარკოტიკების გასაღებთ იყო დაკავებული. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა…