შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია-ს ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დროს ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთეს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.
დაკავებულთაგან ორ პირს ჩაუტარდა საიმიგრაციო პროცედურები და ისინი ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო ერთის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.