ამანათებით შემოტანილი ნარკოტიკები – სამართალდამცველებმა 5 პირი აიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან საქართველოს, რუსეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას გეგმავდნენ.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში ამანათების კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შედეგადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი განზრახვა დადასტურდა.

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მდმა“, „მეფედრონი“, „მეთადონი“, „ჰაშიში“, „კლეფედრონი“, „მარიხუანა“, „კეტამინი“ და „ალფა-პვპ“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading