დმანისის მერია აცხადებს კონკურსს „წლის მოხალისე 2026“
თუ ხარ 14-29 წლის, ცხოვრობ დმანისის მუნიციპალიტეტში და გინდა შენი წვლილი შეიტანო საზოგადოების განვითარებაში -ეს შესაძლებლობა შენთვისაა
კონკურსის მიზანია:
• მოხალისეობის პოპულარიზაცია;
• ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის გაძლიერება;
• სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური აქტივობების მხარდაჭერა;
• ახალგაზრდების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება.
მონაწილეობის პირობები:
• ასაკი: 14-29 წელი
• რეგისტრაცია ონლაინ ფორმით
• მინიმუმ 80 საათი მოხალისეობა
• მინიმუმ 5 აქტივობაში მონაწილეობა
მოხალისეობის მიმართულებები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია;
სოციალური და საქველმოქმედო საქმიანობა;
კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობები;
მუნიციპალური ღონისძიებები და კამპანიები და ა.შ .
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება:
„წლის მოხალისე 2026“
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 აპრილი
დარეგისტრირდი აქ: https://docs.google.com/…/1k5TClcacyxLhOq3GKMUD46C1LZG…/edit