მარნეულელი ძიუდოისტი ლიზა დავაძე, საქართველოს სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია

თბილისში გაიმართა საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირი ძიუდოში, სადაც წარმატებით იასპარეზა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონამ, ლიზა დავაძემ ( პირადი მწვრთნელი- სანდრო იაკობაშვილი) და 63 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლიზა დავაძე არის ერთ-ერთი პერსპექტიული და სტაბილური სპორტსმენი. მისი წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ადასტურებს მარნეულის ახალგაზრდობის პოტენციალს სპორტის განვითარების კუთხით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading