დაური ისმაილოვი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაური ისმაილოვი აქტიურად მართავს შეხვედრებს ამომრჩევლებთან. ბოლო შეხვედრა ყულარში გაიმართა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილავდა სამომავლო გეგმებს, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
დაური ისმაილოვი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველას, ვინც გამოხატა ნდობა და აქტიურად მიიღო მონაწილეობა შეხვედრაზე. მისი თქმით, ეს მხარდაჭერა მას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ თავის გუნდთან ერთად იზრუნოს მშობლიური მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.


