კვირას, 29 ივნისს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ

  • დამოუკიდებელ საქართველოში ტრადიციად ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი გამოცდების წინ ახალგაზრდების ეკლესიური დალოცვა. ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი წელია.

კვირას, 29 ივნისს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, გაიმართება აბიტურიენტთა დალოცვის ცერემონია.


ღვთისმსახურება ტრადიციულად დაიწყება 10:00 საათზე.წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები მიმართავენ მომავალ სტუდენტებს ლოცვითა და რჩევებით, გაამხნევებენ მათ საგამოცდო პერიოდის წინ და შესთხოვენ ღვთის შეწევნას.


აბიტურიენტების დალოცვის ტრადიცია კიდევ ერთხელ მიანიშნებს ეკლესიის ჩართულობაზე ახალგაზრდების სულიერ მხარდაჭერაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading