საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან

  • გარეული ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოველთა და ადამიანთა საერთო ჯანმრთელობისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ მიზნისთვის 2020 წელს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH) დააარსა ველური ბუნების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც სერიოზულ გლობალურ ყურადღებას იპყრობს. მიმდინარე წელს, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის წარმომადგენლები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა განსაზღვრონ გარეული ცხოველების დაავადებებთან ბრძოლის ერთიან სტრატეგია.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს WOAH-ის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ვეტერინარმა სპეციალისტებმა. განხილვის მთავარი თემა იყო გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების გეგმის შემუშავება და მისი ინტეგრაცია რეგიონული პრიორიტეტების შესაბამისად.
პროგრამა მიზნად ისახავს დაავადებათა გავრცელების პრევენციას, მონიტორინგს, ადრეულ გამოვლენასა და რეაგირებას. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის ეფექტურ გაზიარებას, ერთიანი მეთოდოლოგიის დანერგვას და შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ველური ბუნების სიჯანსაღისა და, შესაბამისად, უსაფრთხო, ჯანსაღი და მდგრადი სამყაროს შექმნაში. მხარეებმა გარეულ ცხოველთა დაავადებების აფეთქებაზე რეაგირების მეთოდებზე იმსჯელეს.


გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა ერთიან ჯანდაცვასთან პირდაპირ კავშირშია. მსგავსი საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა აუცილებელია საერთო უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკოსისტემების შესანარჩუნებლად, რაც, საბოლოოდ, ადამიანების ჯანმრთელობასაც ემსახურება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading