გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის შვიდი თვიანი პატიმრობა მიესაჯა

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ დეპუტატს, გივი თარგამაძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მიიღო.

თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2025 წლის 3 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა კომისიის წინაშე არ გამოცხადდა. ამის გამო, მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას.

გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აუკრძალა  ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სასამართლო სხდომას თარგამაძე არ ესწრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას  საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით ლარიანი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading