ლევან ხარაბაძემ და დავით სონღულაშვილმა ბირთვისის კანიონის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან ერთად, ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ბირთვისის ეკოტურისტული პროექტი, რომელიც ბუნებისადმი მაქსიმალურად დაზოგვით ხორციელდება, ითვალისწინებს ვიზიტორთა მომსახურების განვითარებას, უსაფრთხო მარშრუტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას. პროექტი სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებზეა გათვლილი.
ბირთვისის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოები ბუნებაში მინიმალური ჩარევის პრინციპით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა (სოფელ ამლევის მხრიდან);
- სამიზნით მოწყობილი გადასახედები;
- სამი დაკიდებული ხიდი და საქანელა;
- ტურისტული კოტეჯები;
- ზიპლაინი და
- პირველი ვია ფერატას (Via Ferrata) მოწყობა დაცულ ტერიტორიაზე – კლდოვან რელიეფზე შექმნილი მარშრუტი ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის.
მინისტრის თქმით: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთდროულად დავიცვათ უნიკალური ბიომრავალფეროვნება და ამავე დროს, გავაძლიეროთ რეგიონული ეკონომიკა ეკოტურიზმის მეშვეობით. ასეთი პროექტები ხელს უწყობს დასაქმებას, ადგილობრივების ჩართულობასა და შემოსავლების ზრდას.“
ვიზიტში მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია და გიგა ნამიჭეიშვილი, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
.




