რუსთავის ცენტრალურ პარკში პრევენციული სამუშაოები ტარდება — პარკი 27 ივნისს დილიდან დროებით დაიხურება

27 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრი და „რუსთავ სერვისცენტრი“ ერთობლივ პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებენ ქალაქში.

სამუშაოების მთავარი მიზანია ხე-მცენარეების დაავადებებისგან დაცვა და მწერების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ქალაქის ეკოსისტემისა და მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

პროცესი რუსთავის ცენტრალურ პარკში დილის 05:00 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდა ქალაქის სხვა უბნებშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ პარკს დილის საათებშიც ბევრი ვიზიტორი ჰყავს, ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეებს აცნობეს, რომ პარკი დილიდან 12:00 საათამდე დაიხურება.

„გთხოვთ, ბოდიშით მიიღოთ დროებითი დისკომფორტი, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესების და ქალაქის მწვანე საფარის დაცვის მიზნით ხდება,“ — განაცხადეს რუსთავის მერიიდან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading