თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, შეხვედრა გამართა ქ. სტამბოლის გუბერნატორთან, დავუთ გულთან

შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, აგრეთვე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების უაღრესად დადებით დინამიკაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading