რუსთავში მოტოციკლის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოდან მოტოციკლი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო მოპარული მოტოციკლი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

წაიკითხეთ მეტი

სუს-მა არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ანონიმურად დარეკა და სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ შეტყობინება დატოვა

,,მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება. ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პროკურატურამ ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა სამსახურებრივი დანაშაულების ფაქტებზე

საქმე ეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თანამშრომლებს, რომელთაც ბრალად ედებათ: ➡️ გამოძიება, რომელიც ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია-მ, დაადგინა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი სისტემატურად აყალბებდა ოფიციალურ დოკუმენტებს. მისი დავალებით, არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების ბრძანებებში შეჰქონდათ ყალბი მონაცემები – რეალურად მომსახურებაში არმონაწილე პირები ფიქსირდებოდნენ როგორც შემსრულებლები, რის შედეგადაც ისინი უსაფუძვლოდ იღებდნენ ფულად…

წაიკითხეთ მეტი

გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, იაკობ კაცაძე, ქრთამის აღების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა პირებისთვის შსს-ს საინფორმაციო ბაზებში უკანონო გადამოწმებისა და ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ფულს იღებდა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს…

წაიკითხეთ მეტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს ყოფილ პირველ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რომეო მიქაუტაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს ყოფილ პირველ მოადგილეს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოართვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში გამოძალვისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ე.მ. და 1981 წელს დაბადებული ა.გ. – დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, მარნეული-ში მცხოვრებ რამდენიმე…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. გამოძიების მონაცემებით, ბრალდებული საკუთარ შვილებზე – 2020 და 2024 წლებში დაბადებულ არასრულწლოვნებზე – სისტემატურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის…

წაიკითხეთ მეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1979 წელს დაბადებული რ.ჰ. და 1977 წელს დაბადებული მ.ბ. ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით…

წაიკითხეთ მეტი

ორი პირი გამოძალვისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში 1994 წელს დაბადებულ მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ…

წაიკითხეთ მეტი

პენიტენციური სამსახური ზურაბ მენთეშაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის შესახებ მისი ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. უწყების განცხადებით, მენთეშაშვილი კარცერში არ იმყოფება და დროებით განთავსებულია შიდა კლასიფიკაციის (ე.წ. საკარანტინე) საკანში, პენიტენციური კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მენთეშაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, ის იღებს როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რაც შესაბამისი დოკუმენტაციითა…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »