მებაჟე ოფიცრებმა „სადახლო საავტომობილოს“ გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტომობილში მალულად განთავსებული, ასაკით განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება – „კლეფედრონი“ აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას (რენტგენო ინსპექტირების სკანერით) გამოვლენილი იქნა დაახლოებით ერთი კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჰერმეტულ შეფუთვაში ჰაერის/ტენის საშრობი მოწყობილობის შიგთავსში იყო მოთავსებული.
საქმესთან დაკავშირებით მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.