მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, არქეოლოგიური კომპლექსის „გადაჭრილი გორას“ მიმდებარედ, მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.
ფესტივალი, რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით წელს მესამედ ჩატარდა, აერთიანებდა მრავალფეროვან პროგრამას – პერფორმანსებს, ინტერაქციულ აქტივობებსა და ინსტალაციებს. სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ეთნო კუთხეებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ფესტივალის სივრცეში.




ღონისძიების მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების კულტურის, თვითმყოფადობისა და ტრადიციების შენარჩუნება, მათი შემოქმედებისა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარება და პოპულარიზაცია.


ფესტივალი ხაზს უსვამს ერთობას მრავალფეროვნებაში და ამყარებს ურთიერთგაგებას სხვადასხვა კულტურასა და საზოგადოებას შორის.
