საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქმენეთის მოქალაქე დააკავა
1987 წელს დაბადებული პირი, რ.ბ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაშია ბრალდებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკების რეალიზაციას ე.წ. „დადების მეთოდით“ გეგმავდა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.