მარნეულში ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით 1962 წელს დაბადებულ ა.ს.-ს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც დამნაშავეს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.