მარნეულში ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს, რომელიც თანასოფლელისთვის ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაშია ბრალდებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე დააკავეს.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება მიმდინარეობს და დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading