ქვემო ქართლში ტყის აღდგენის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანში, ჭალის ტყის აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტი 65 ჰექტარ ფართობს მოიცავს.
დაზიანებული ტყის აღდგენის მიზნით უკვე განხორციელდა ტერიტორიის გაწმენდა და შემოღობვა, დაირგო 25 000 ნერგი, ხოლო მიმდინარე წელს დამატებით ჭალის მუხის 25 000 ნერგის დარგვა იგეგმება.
პროექტი მიზნად ისახავს ეკოსისტემის აღდგენას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ტყის მდგრად განვითარებას.