მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭო აცხადებს ვიქტორინას – „ინტელექტის საათი“

შემეცნებითი და ზოგადსაგანმანათლებლო აქტივობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცოდნის, გუნდური მუშაობისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას. ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულ 5-კაციან გუნდებს. გამარჯვებულ გუნდს სპეციალური წამახალისებელი პრიზები გადაეცემა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSck7bATcfnUtHp8x…/viewform… განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 მაისი. დამატებითი ინფორმაციისთვის: 551 34 34 54.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში შაუმიანის სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული პროექტი წარადგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის საჯარო სკოლაში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანი მოსწავლეებში კულტურული იდენტობისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაძლიერება იყო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილისა და გურამ ჩოხელის ნაწარმოებებზე. როგორც პროექტის მხარდამჭერმა, ბიბლიოთეკამ უზრუნველყო საჭირო ლიტერატურით პროექტის ავტორი პედაგოგი, რომლის მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა დასკვნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები,(კომიქსები, პოსტერები,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში ეროვნული გამოცდების პრეტესტის მონაწილე ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა

მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან ერთად ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული პრეტესტის მონაწილე აბიტურიენტებს შეხვდა. შეხვედრაზე მერმა ახალგაზრდებთან განათლების მნიშვნელობაზე, პროფესიის სწორად არჩევასა და მომავლის შესაძლებლობებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა მუნიციპალიტეტიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ზრდა. პრეტესტი, რომელიც არაქართულენოვანი სკოლების აბიტურიენტებისთვის ჩატარდა, მოსამზადებელი პლატფორმა Tehsil.ge-ის ორგანიზებით მარნეულის აზერბაიჯანულ სახლში გაიმართა.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტისა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა, იოანე ლაშხმა, ქართული კალიგრაფიის კონკურსში გამორჩეულ მონაწილეებს – მარიამ გაბრიაძესა და ლუსინა ბოლქვაძეს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

წაიკითხეთ მეტი

რუსთავში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდა

რუსთავის მერიის ინიციატივით, ციფრული განვითარების სივრცეში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული გაიმართა, რომელშიც 15-დან 17 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს მდგრადი განვითარების ტექნოლოგიებსა და ეკოინოვაციებზე ლექციები ჩაუტარდათ, გაიმართა პრაქტიკული აქტივობები და გუნდური სამუშაოები. პროექტის მონაწილეებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და ქალაქის ურბანულ განვითარებაში მწვანე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ქალაქის ურბანულ განვითარებაში მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება, რუსთავის ჰაერის…

წაიკითხეთ მეტი

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს იწურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს მოუწოდებს, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურები დროულად დაასრულონ და სარეგისტრაციო საფასური 6 მაისის 18:00 საათამდე გადაიხადონ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელია, რათა კანდიდატებმა შეძლონ რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობა. რეგისტრაცია 6 აპრილიდან მიმდინარეობს და 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდამდე აპლიკანტებს…

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროში ბაღების მენეჯერებთან თათბირი გაიმართა

თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის დირექტორმა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან მორიგი თათბირი გამართა. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ბაღებს 2-დან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი კურიკულუმის მეთოდური სახელმძღვანელოები გადაეცათ. დაბეჭდილი კურიკულუმის წიგნები აღმზრდელებს დაეხმარება სააღმზრდელო პროცესის სწორ დაგეგმვაში, ბავშვთა განვითარების ეტაპების გათვალისწინებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გამოყენებაში.

წაიკითხეთ მეტი

დმანისში საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულეს

დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტის „გაიცანი დმანისი, გააზიარე ისტორია“ ფარგლებში რესურსცენტრის თანამშრომლებმა და სკოლის დირექტორებმა დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულეს. მონაწილეებს ნაქალაქარის არქეოლოგიური აღმოჩენებისა და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტის ფარგლებში მუზეუმს ეტაპობრივად მოსწავლეები და მასწავლებლებიც ეწვევიან.

წაიკითხეთ მეტი

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის წესი შეიცვალა

 სიახლეზე გადაცემაში „ახალი დღე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურა ოშხნელმა და კოლეჯ „მოდუსის“ დირექტორმა, ნინო ქავთარაძემ ისაუბრეს., 2026 წლიდან მეოთხე და მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მეშვეობით ჩატარდება. სპეციალისტების განმარტებით, პროგრამები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და აბიტურიენტებს როგორც განათლების მიღების, ისე სამხედრო…

წაიკითხეთ მეტი

ალგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ

ვიზიტის ფარგლებში პატარებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, გაეცნენ საბავშვო ლიტერატურას და მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით აქტივობებში. შეხვედრის მიზანი ბავშვებში კითხვის კულტურისა და წიგნისადმი ინტერესის გაღვივება.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »