მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში შაუმიანის სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული პროექტი წარადგინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის საჯარო სკოლაში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანი მოსწავლეებში კულტურული იდენტობისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაძლიერება იყო.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილისა და გურამ ჩოხელის ნაწარმოებებზე.
როგორც პროექტის მხარდამჭერმა, ბიბლიოთეკამ უზრუნველყო საჭირო ლიტერატურით პროექტის ავტორი პედაგოგი, რომლის მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა
დასკვნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები,(კომიქსები, პოსტერები, მოხატული ქვები). პროექტში ჩართული მოსწავლეები ბიბლიოთეკის მიერ წიგნებით დაჯილდოვდნენ.