რუსთავის მერიამ ახალი ახალგაზრდული პროექტი -„რუსთავი-ცხოვრების სტილი“ დაიწყო


რუსთავის მერიამ ახალი ახალგაზრდული პროექტი – „რუსთავი-ცხოვრების სტილი“ დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიან უფასო კურსს გაივლიან და მობილური ვიდეოგრაფიის საბაზისო უნარებს შეისწავლიან.

ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი დავიწყეთ, რომელიც ჩვენს ციფრული განვითარების სივრცეში განხორციელდება. ყველა ის ახალგაზრდული პროექტი, რომელსაც რუსთავის მერიის გუნდი ვახორციელებთ, ახალგაზრდების განათლების და კარიერული ზრდის ხელშეწყობის გარდა, ემსახურება კიდევ ერთ მიზანს – ქალაქის განვითარების სწორად დასაგეგმად ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ რუსთავს ხედავენ დღეს ახალგაზრდები და როგორ ესახებათ მისი მომავალი. პროექტი „რუსთავი – ცხოვრების სტილი” კი ამ მიზნის მისაღწევი კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.


„რუსთავი – ცხოვრების სტილი” აბსოლუტურად ახალგაზრდულ იდეებზე და მათ ინტერესებზე მორგებული პროექტია, რომელიც რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა გუნდმა შეიმუშავა..

პროექტში ჩართული 30 ახალგაზრდა ორი თვის განმავლობაში რუსთავის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კულტურაზე კონტენტს შექმნის, რომელიც ახალ ონლაინ პლატფორმაზე – Rustavi life-ზე გამოქვეყნდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading