საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში ქვეყნის მასშტაბით არსებული ძველი ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 17 ნაგავსაყრელსა და ერთ გადამტვირთავ სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ხოლო 2 ნაგავსაყრელი დაიხურება.

პროექტი ნარჩენების განთავსების ადგილების რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს, მათ შორის შიდა გზების, განათებისა და დამხმარე ნაგებობების კეთილმოწყობას.

შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading