ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმწ წუთის წინ გამოაცხადა.
წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.
პროკურატურა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. ადვოკატმა პაატა დიასამიძემ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. მან მიმართა სასამართლოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო გამოეყენებინა.