სახელმწიფო ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შესრულდა-ქონების ეროვნულმა სააგენტო
2024 წელს საქონლის ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. დეკემბერში ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა და 549.4 მლნ. დოლარი შეადგინა.
იმპორტი 2024 წელს 8.1%-ით გაიზარდა და 16.9 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. 2024 წლის დეკემბერში იმპორტი 20.5%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
2024 წელს რეკორდული იყო სავაჭრო ბრუნვის მოცულობაც, რომელიც 23.4 მილიარდი აშშ. დოლარით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 8.0%-ით გაიზარდა. 2024 წლის დეკემბერში სავაჭრო ბრუნვა 16.8%-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
2024 წელს სავაჭრო დეფიციტი 791.1 მლნ. დოლარით გაიზარდა და 10.3 მილიარდ აშშ.დოლარს გაუტოლდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა 2023 წელს დაფიქსირდა. 2023 წელს ექსპორტი 9.0 პროცენტით გაიზარდა და 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 13.4 პროცენტით გაიზარდა და 21.7 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
