საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლების გაერთიანება 23 აპრილს, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“ პროექტით – „ქართული სიმღერა საქართველოს”, 23 აპრილს, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავს.
ხუთი ანსამბლისგან შემდგარი გაერთიანება: „ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“, ბათუმელი მსმენელის წინაშე უკვე ცნობილი ჰიტებითა და ახალი შემოქმედებითი ნამუშევრებით წარდგება.
დასწრება თავისუფალია
საქართველოს კულტურის სამინისტრო
