უკვე 55 წელია, რაც დედამიწის დღე მილიონობით ადამიანს აერთიანებს საერთო მიზნის გარშემო – იზრუნონ პლანეტაზე

წელს ამ დღის მთავარი თემაა განახლებადი ენერგია და მისი როლი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალურად ათვისება გვაძლევს შესაძლებლობას შევამციროთ სათბური აირების გაფრქვევა და უზრუნველვყოთ უფრო სუფთა, ჯანსაღი პლანეტა მომავალი თაობებისთვის.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით, გამომუშავებული ენერგიის 30% განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია საქართველოს განახლებადი ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენება. ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 35%-ს უნდა შეადგენდეს. ეს სამიზნე მაჩვენებელი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading