„აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებში მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები ფართოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსალურ ინდუსტრიულ კომპონენტში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას, რომელიც ორი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

„თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ, ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. გარდა ამისა, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში გრანტის ოდენობა იზრდება,“ – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ცვლილებები შეეხო მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამასაც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და ერთწლიანი კულტურების მოყვანა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading