GITA-ს თანადაფინანსების გრანტები 2025 – სტარტაპებისთვის დიდი შანსი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 14 მარტს მეთოთხმეტედ გამოაცხადა. პროგრამის 13 რაუნდის განმავლობაში ჯამურად 255 სტარტაპი დაფინანსდა.

სტარტაპებს საშუალება აქვთ ბიზნეს იდეები წარადგინონ ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით. საუკეთესო 150 იდეა გადის სპეციალურ ტრენინგებს ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, ბაზრის კვლევის მიმართულებით, შემდეგ კი საერთაშორისო ექსპერტების წინაშე სრულყოფილ აპლიკაციას წარადგენენ. ფინალისტი 50 სტარტაპი სპეციალური მენტორების დახმარებით მზადდება საინვესტიციო კომისიისთვის:

  • Alfredo Coppola – სილიკონ ველის აქსელერატორის პროგრამის „Go Global“ დამფუძნებელი, 20+ წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიური კომპანიების მენტორინგში.
  • Gail Christine Gannon – სტარტაპების მენტორი, ჰარვარდის მაგისტრი, ინოვაციური იდეების კომერციალიზაციის სპეციალისტი.
  • Bob Upham – ინტერნეტ-ბიზნესისა და სტრატეგიული პარტნიორობების ექსპერტი, VISA-ს ციფრული პროდუქტების ყოფილი ხელმძღვანელი.
  • Swapnil Amin – ტექნოლოგიების აღმასრულებელი დირექტორი, AI, რობოტიკა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში 20+ წლიანი გამოცდილება.
  • Amy Peck – სტარტაპებისა და მსხვილი კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი.

გამარჯვებულები გამოავლინებიან 17 სექტემბერს, რაც სტარტაპებს საშუალებას მისცემს გახადონ თავიანთი პროდუქტი უფრო წარმატებული და გაეტანონ გლობალურ ბაზარზე.

პროგრამის მიზანია საქართველოში შექმნილ ინოვაციურ პროდუქტებს კომერციული პოტენციალი ჰქონდეთ და სტარტაპ ეკოსისტემა განვითარდეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading