სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს ჩაერთონ უპატრონო ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში. პროცესი ამ ეტაპზე აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს.

გადადით ერთიან ცხელ ხაზზე 15-01 და მიუთითეთ ცხოველის მდებარეობა. სპეციალური ეკიპაჟები მივლენ, აიყვანენ ცხოველს და გადაანაწილებენ შესაბამის თავშესაფრებში, სადაც ჩატარდება:

  • კასტრაცია-სტერილიზაცია
  • ჯანმრთელობის შემოწმება და დიაგნოსტიკა
  • საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია

მანიპულაციების შემდეგ ცხოველი უკან, ბუნებრივ გარემოში დაბრუნდება.

პროგრამის ფარგლებში 9000-მდე ცხოველი აღირიცხება. სააგენტოს 20 სპეციალური ავტომანქანა და 40 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ.

საპილოტე პროგრამის მიზანია არა მხოლოდ ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა, არამედ ადამიანების უსაფრთხოება და დაავადებების პრევენცია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading