18 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია დღესასწაულობს წმიდა გრიგოლი ღმრთისმეტყველის დედის, მართალი ნონას ხსენებას

მართალი ნონა ქრისტიანულ ოჯახში, ფილტატიოსისა და გორგონიას ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. იგი ქრისტიანული სულისკვეთებით ცხოვრობდა და ქორწინების შემდეგაც შეუდრეკლად ინარჩუნებდა რწმენას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე გრიგოლი წარმართი იყო.

წმიდა ნონა ღმერთს მუდამ ევედრებოდა მეუღლის მოქცევას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ლოცვის შედეგად, გრიგოლს ძილში ხილვა ებოძა, რის შემდეგაც იგი მოექცა ქრისტიანობაზე, მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში და შემდგომში ნაზიანზიოსის ეპისკოპოსი გახდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში წმიდა ნონას მრავალი განსაცდელი შეხვდა – დაკარგა ვაჟი კესარიოსი და ქალიშვილი, თავად კი მძიმე სნეულებას ებრძოდა. მიუხედავად ტკივილისა, იგი რწმენაში მტკიცე და მხნე დარჩა.

მისი ცხოვრების გზამ და სულიერმა თავდადებამ უდიდესი კვალი დატოვა ეკლესიის ისტორიაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading