გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს გაფრთხილებას, რომ 14 აპრილამდე საქართველო-ში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება, ზოგიერთ რეგიონში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი შენარჩუნდება, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

„9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading