შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციას 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს
რეგისტრაციის გავლა კანდიდატებს შეუძლიათ ვებგვერდზე – online.naec.ge 6 მაისის 18:00 საათამდე, ხოლო გამოცდის საფასურის გადახდა – 20 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით. ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთის ნაცვლად, მაქსიმუმ სამი საგნის გამოცდა ჩააბარონ, ასევე გაიარონ სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები. ერთი გამოცდის საფასური 50 ლარს შეადგენს და გადახდა…